Friday, June 10, 2016
Friday, May 27, 2016
გაკვეთილის მთავარი თემა
|
წრეწირი და
წრე
|
სწავლების საფეხური
|
მე-5 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში
26 მოსწავლეა.მათ შორის 2 მოსწავლე
შეზღუდული შესაძლებლობისაა.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
ეცნობიან წრეწირსა და წრის ნაწილებს, ეუფლებიან ფარგლის გამოყენებას.
იკვლევენ წრეწირთა ურთიერთგანლაგებას ცენტრებსა
და ცენტრებს შორის მანძილის მიხედვით. ხსნიან წრეწირთან
დაკავშირებულ ამოცანებს.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლემ შეძლოს
წრეწირისა და წრის ამოცნობა ;წრეწიორისა დაწრის ელემენტების მითითება; წრის დაყოფა
სექტორებათ; ფარგლის გამოყენება და ამოზანათა ამოხსნისას წრეწირის
ელემენტების თვისებების ერთმანეთან დაკავშირება; წრეწირთა ურთიერთგანლაგების დადგენა მათი რადიუსებისა და ცენტრებს შორის მანძილის
მიხედვით; თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ამოცანებში
აქტიური გამოყენების უნარის განვითარება.
|
წინასწარი ცოდნა
|
ზოგიერთი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა;სამკუთხედის
პერიმეტრის გამოთვლა; მონაკვეთის სიგრძის გამოთვლა; განტოლების შედგენით ამოცანების
ამოხსნა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას. გამოვიყენებ
მოსწავლეთა ზეპირ პრეზენტაციასა და დამოუკიდებელ ნამუშევარს.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სამუშაო რვეული,საწერი საშუალება, სახაზავი და ფანქარი,
ფარგალი, წრის რამოდენიმე მოდელი.
|
გაკვეთილის მსვლელობა საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა საშინო დავალების შემოწმება 5წუთი
აქტივობა აუცილებელი წინა ცოდნა -4წუთი
აქტივობა ძველსა და ახალ მასალას შორის კავშირი-2წუთი
აქტივობა ახალი მასალის ახსნა მოსწავლეთა ჩართულობით
პრაქტიკული მაგალითების საშუალებით აღწერონ წრეწირის
თვისება
აქტივობა ფარგლის ან თოკის გამოყენებით ვახდენთ
წრეწირის აგების ხერხის დემონსტრირებას.
დაფაზე დახაზულ წრეწირში მოსწავლე მიუთიებს ცენტრს,
აერთებს მას მონაკვეთით წრეწირის ნებისმიერ
წერტილთან-ეს რადიუსია.
მოსწავლეები მითითებით იღებენ წერტილებს წრეწირის
შიგნით, წრეწირის გარეთ და წრეწირზე. წრეწირზე
რომელიმე ორ წერტილის შეერთებით მივიღებთ მონაკვეთს-ეს ქორდაა. მოსწავლეები ადგენენ
რომ წრეწირში უამრავი ქორდის გავლება შეიძლება. აღმოაჩენენ რომ ყელაზე დიდი ქორდა ცენტრზე გადის-ეს დიამეტრია.
ამის შემდეგ ვოსწავლეებს ვთხოვ გაავლონ მოცემული წრეწირის
ორი რადიუსი. წრის მიღებული ორი ნაწილი დაშტრიხონ სხვადასხვა ფერით- ეს სექტორებია.-20
წუთი
ახსნილი მასალის განმტკიცება-10 წუთი
წიგნზე მუშაობა
ჯგუფური მუშაობა-პრეზენტაცია
შეფასება-2წუთი
საშინაო დავალება მითითებით 3წუთი
|
Subscribe to:
Posts (Atom)